ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია

ქარხანა და გარემო

წყალი მარგებლის ქარხანა

2017 წლის 24 ივნისს, სოფელ ნაბეღლავში სს "წყალი მარგებლის" უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა. სადაც ნებისმიერი ფორმატისა და შემადგენლობის უალკოჰოლო სასმლის წარმოებაა შესაძლებელი. ქარხანა თანამედროვე ინდუსტრის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებსა და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს.

ქარხნის ტექნოლოგიური დაგეგმვა და აღჭურვა სრულად უზრუნველყო მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა “krones” და “Tetra Pak” პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ევროა, რომელის ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად EBRD მონაწილეობით განხორციელდა.

სს“ წყალი მარგებლის“ ქარხნის მშენებლობისას აშენდა 20 000 კვადრატული მეტრის ახალი შენობა და ხიდი მდინარე გუბაზეულზე. მოეწყო გარე ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდა 7 საწარმოო ხაზი. ქარხნის ტერიტორიაზე გათბობა-გაგრილებისთვის გამოიყენება მდინარის ენერგია. არსებული დანადგარების მიერ გამოყოფილი სითბოს რეკუპერაციის მეშვეობით ხდება შენობის გათბობა და ცხელი წყლის წარმოება.

factory

მამხილებლის პოლიტიკა – მოკლე გზამკვლევი

მამხილებლის პოლიტიკა – მოკლე გზამკვლევი


ეს ბროშურა დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად შეატყობინოთ ორგანიზაციაში შესაძლო დარღვევების შესახებ.


რა არის მამხილებლის პოლიტიკა?


მამხილებლის დაცვის პოლიტიკა უზრუნველყოფს უსაფრთხო და კონფიდენციალურ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია კომპანიასთან დაკავშირებული კანონის შესაძლო დარღვევის, არაეთიკური ქცევის ან სხვა სახის შეშფოთების შესახებ შეტყობინება. აღნიშნული მექანიზმი ხელმისაწვდომია თანამშრომლებისთვის, ბიზნესპარტნიორებისთვის, მომწოდებლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, ვიზიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. პოლიტიკის

მიზანია ეთიკური და გამჭვირვალე გარემოს ხელშეწყობა, რისკების შემცირება და კომპანიის რეპუტაციის დაცვა.


ვინ არის მამხილებელი?


მამხილებელი არის პირი, რომელიც კეთილსინდისიერად აწვდის ინფორმაციას შესაძლო დარღვევის შესახებ. შეტყობინება შეიძლება იყოს ანონიმურიც.


რა ითვლება დარღვევად?


• კორუფცია და ქრთამის აღება ან მიცემა

• თაღლითობა ან ფინანსური მანიპულაციები

• კომპანიის ქონების არამართლზომიერი გამოყენება

• ინტერესთა კონფლიქტი

• დისკრიმინაცია ან შევიწროება სამუშაო გარემოში

• შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა

• კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება

• სხვა არაეთიკური ან უკანონო ქმედებები


კონფიდენციალურობა და დაცვა


ყველა შეტყობინება განიხილება მკაცრი კონფიდენციალურობით. მამხილებელი დაცულია შურისძიებისა და დისკრიმინაციისგან. კეთილსინდისიერად მიწოდებული ინფორმაცია არ გამოიწვევს უარყოფით შედეგებს

მამხილებლისთვის, მაშინაც კი, თუ დარღვევა არ დადასტურდება.


როგორ შეგიძლიათ ინფორმაციის მიწოდება?


ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული დაცული არხების საშუალებით.


1. ფოსტით: თბილისი, დიდი დიღომი, მელიქ სურხავის 1-ლი ჩიხი N5

2. QR კოდით დაასკანერეთ QR კოდი ინფორმაციის ანონიმურად გასაზიარებლად